ჯანსაღი კვების დადებითი მხარეები

 



ჯანსაღ კვებას აქვს უამრავი დადებითი მხარე

ჯანსაღ კვებას აქვს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, ძვლების გაძლიერება, გულის დაცვა, დაავადებების პრევენცია და განწყობის ამაღლება.

  • ჯანსაღი დიეტის ტოპ 5 სარგებელი:

  1. გულის ჯანმრთელობა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) სანდო წყაროს თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოზრდილების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი გულის დაავადებაა.

საკმაოდ ბევრი წყარო ამბობს, რომ შესაძლებელია გულის ნაადრევი დაავადების და ინსულტის დიაგნოზის 80%-მდე თავიდან აცილება ცხოვრების წესის შეცვლით, როგორიცაა ფიზიკური აქტივობის გაზრდა და ჯანსაღი კვება.

საკვებს, რომელსაც ადამიანები იყენებენ, შეუძლია შეამციროს მათი არტერიული წნევა და დაეხმაროს გულის ჯანმრთელობის ამაღლებას.

      2.კიბოს შემცირებული რისკი

საკვების მიღებას, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, შეუძლია შეამციროს ადამიანის კიბოს განვითარების რისკი უჯრედების დაზიანებისგან დაცვით.

სხეულში თავისუფალი რადიკალების არსებობა ზრდის კიბოს რისკს, მაგრამ ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ მათ გაქრობას ამ დაავადების ალბათობის შემცირების მიზნით.

მრავალი ფიტოქიმია, რომლებიც გვხვდება ხილში, ბოსტნეულში, კაკალსა და პარკოსნებში, მოქმედებს ანტიოქსიდანტების სახით, მათ შორისაა ბეტა-კაროტინი, ლიკოპენი და A, C და E ვიტამინები.


     3.უკეთესი განწყობა

ზოგიერთი მტკიცებულება ცხადყოფს მჭიდრო კავშირს კვებასა და განწყობას შორის.

2016 წელს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მაღალი გლიკემიური დატვირთვის მქონე კვებამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიისა და დაღლილობის სიმპტომების მომატება.

მაღალი გლიკემიური დატვირთვის კვება მოიცავს ბევრ ნახშირწყალს, მაგალითად, გამაგრილებელ სასმელებში, ნამცხვრებში, თეთრ პურსა და ორცხობილებში. რაც შეეხება ბოსტნეულს, ხილსა და მარცვლეულს ნაკლები გლიკემიური დატვირთვა აქვს.

თუ ადამიანი ეჭვობს, რომ აქვს დეპრესიის სიმპტომები, კარგი იქნება, თუკი ის საკუთარ რაციონს შეცვლის ნაკლებ-გლიკემიური საკვებით.

   4.გაუმჯობესებული მეხსიერება

ჯანსაღმა კვებამ შეიძლება გააუმჯობესოს შემეცნება და ტვინის ჯანმრთელობა.

2015 წლის კვლევამ გამოავლინა ნუტრიენტები და საკვები, რომლებიც იცავს ტვინს კოგნიტური დაქვეითებისა და დემენციისგან. მკვლევარებმა სასარგებლოდ მიიჩნიეს:

  • ვიტამინი D, ვიტამინი C და ვიტამინი E;
  • ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები;
  • ფლავონოიდები და პოლიფენოლები;
  • თევზი;

    5.წონის კლება

ზომიერი წონის შენარჩუნება ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების შემცირებას. ჭარბი წონის არსებობა რისკ-ფაქტორია მაშინ, როცა გვაქვს:

  • გულის დაავადება
  • ტიპი 2 დიაბეტი
  • ძვლის ცუდი სიმკვრივე
  • კიბო

მრავალი ჯანსაღი საკვები, მათ შორის, ბოსტნეული, ხილი და ლობიო, უფრო დაბალკალორიულია, ვიდრე დამუშავებული საკვების უმეტესობა.

დამუშავებული საკვებისგან თავისუფალი ჯანსაღი კვების შენარჩუნება დაეხმარება ადამიანს, იზრუნოს ჯანმრთელობაზე კალორიების თვლის გარეშე.




Комментариев нет:

Отправить комментарий