რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?
ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ის არ გულისხმობს მკაცრ აკრძალვებს. ჯანსაღი საკვები ყველა იმ ნატურალური პროდუქტის ბალანსია, რომლებიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. ესენია:
• ხილი
• ბოსტნეული
• მარცვლეული, მათ შორის პურეული
• თხილეული
• ხორცი
• თევზეული
• რძის ნაწარმი
![]() |
ბალანსირებული კვება |
ბალანსირებული კვება
ჯანსაღი კვება და მისი პოლიტიკა
ძველ ბერძენ ფილოსოფოსს სოკრატეს მიაწერენ გამონათქვამს: "უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო". ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით - მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით - გარემოზე და მხოლოდ 10%-ით - ჯანდაცვაზე. თითოეული ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა, ზოგჯერ - საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების, ზოგჯერ - ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
![]() |
ფოტო 1 |
ჯანსაღად კვება:ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი წესი
სწორი კვება აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის მისაღწევად. თქვენი სხეული ყოველდღიურად მოითხოვს დაბალანსებულ კვებას, რათა შეინარჩუნოს ადეკვატური რაოდენობით ვიტამინები, საკვები ნივთიერებები და მინერალები ჯანმრთელი სხეულის შესანარჩუნებლად.
ამერიკის ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხუთ წელში ერთხელ აქვეყნებს კვების სახელმძღვანელოს, რომელიც სწორი კვების შესახებ რეკომენდაციებს შეიცავს. ბოლო რეკომენდაციების მიხედვით, ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიური საკვების ნახევარს ბოსტნეული (დაახლ. 30%) და ხილი (დაახლ. 20%) უნდა შეადგენდეს; მარცვლეული პროდუქტების ხვედრითი წილი დღიურ ნორმაში 30%-ია, ხოლო დანარჩენი 20 % ცილოვანი პროდუქტებით უნდა შეივსოს. ასევე, რეკომენდებულია რძის პროდუქტების ყოველდღიურად მიღება.
![]() |
ჯანსაღი ცხოვრება |
Комментариев нет:
Отправить комментарий